კეთილი იყოს თქვენი მობრძანება TBI Listings-ში, პლატფორმაზე, რომელიც თქვენი პირადი და საქმიანი საჭიროებებისთვისა შექმნილი. ჩვენი მიზანი იმ ადამიანების დაკავშირებაა, ვინც ეძებს და სთავაზობს უძრავ ქონებას, სამუშაო ადგილებს და პრაქტიკულად ყველაფერს, რაც შეიძლება დაგჭირდეთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

TBI (Terra Business Industries) 2024 წელს დაარსდა სამი ბავშვობის მეგობრის მიერ, რომლებიც საქართველოდან შეერთებულ შტატებში ემიგრაციაში 2000-იანი წლების დასაწყისში წავიდნენ. TBI Listings-ი მარტივი იდეით დაიწყო: გვინდოდა შექმნილიყო სივრცე, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ადვილად იპოვონ შეთავაზებები მათი ყოველდღიური საჭიროებებისთვის.
TBI-ის გუნდის მთავარი ღირებულება ემიგრანტი საზოგადოების მხარდაჭერაა. ჩვენ ეს ყველაფერი გამოვიარეთ და ვგრძნობთ ემიგრანტების ყველა გამოწვევას. ჩვენი ფილოსოფია ემყარება იმ აზრს, რომ ადამიანების გაერთიანებით ჩვენ ვეხმარებით მათ გამოწვევების დაძლევასა და ამერიკულ ოცნებასთან დაახლოებაში.
ჩვენი პლატფორმა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სავაჭრო პლატფორმა – ეს არის ხიდი, რომელიც აკავშირებს ადამიანებს შესაძლებლობებთან, რესურსებთან და ერთმანეთთან. ჩვენ შევქმენით TBI Listings, რათა ემიგრანტებმა ადვილად იპოვონ ყველაფერი, რაც მათ სჭირდებათ აშშ-ში უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად.

ჩვენი მისიაა გავაერთიანოთ ემიგრანტები საქართველოდან, უკრაინიდან და სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან და დავეხმაროთ მათ ისეთი ყოველდღიური გამოწვევების გადაჭრაში, როგორიცაა სამუშაოს ან საერთო საცხოვრებელში ოთახის პოვნა. გვჯერა, რომ ჩვენი მრავალფუნქციური და მოსახერხებელი ვებ-გვერდის მეშვეობით ემიგრანტების ერთმანეთთან დაკავშირებით, აშშ-ში მათ ცხოვრებას გავამარტივებთ.
ჩვენთან დაკავშირებამდე, გთხოვთ, მოინახულოთ ჩვენი დახმარების ცენტრი. დახმარების ცენტრი